რეფლექსია
სოციალური პროექტის რეფლექსია
1.მოხერხდა თუ არა დასახული მიზნის მიღწევა?
სოციალური პროექტი ,,ეკოლოგიის“ თემასთან დაკავშირებით
განვახორციელე მეცხრე კლასის მოსწავლეების
მონაწილეობით, რომლის მიზანი იყო: მოსწავლეები გაიაზრებენ, გააცნობიერებენ იმ
მოქალაქეობრივ მოვალეობას, რომელიც მათ შეუძლიათ შეიტანონ დედამიწის დახმარების საყოველთაო
საკითხში. გაიგებენ რა უნდა გააკეთონ გარემოს
დაბინძურების, გამონაბოლქვის შემცირების, ელ. ენერგიის დაზოგვის და ზოგადად ეკოლოგიურ
პრობლემებთან დაკავშირებით. რის შედეგადაც გავედი ესგ. შედეგებზე/
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად, რომელი ვერ განხორციელდა
და რატომ?
ვფიქრობ, რომ პროექტის ყველა აქტივობა წარიმართა
გეგმის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ კლასში რაოდენობრივად ცოტა მოსწავლეა, ამან
გავლენა ვერ მოახდინა მათ მონდომებაზე. ისინი ხალისით იყვნენ ჩართული მუშაობაში მთელი პროექტის განმავლობაში.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული
და რატომ?
ყველაზე წარმატებული კომპონენტი, ვფიქრობ იყო პლაკატების
გაკვრა სკოლის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე. თითოეული მოსწავლე თავდაჯერებული, მოტივირებული და დამოულიდებელი იყო. ეს ალბათ იმან
განაპირობა, რომ ისინი თვითონ ქმნიდნენ რესურსებს ეკოლოგიის და გარემოს დაცვის პოპულარიზაციისათვის.
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
თითოეულ მოსწავლეს აუმაღლდა მოტივაცია, გახდნენ თვითდაჯერებულნი, გაიღრმავეს
ცოდნა ეკოლოგიის საკითხებზე, რის შედეგადაც მოხდა ინფორმაციის მოძიება ეკოლოგიის საკიხებთან
დაკავშირებით. ამის შედეგად განუვითარდათ კრიტიკული აზროვნება და პრობლემის მოგვარება,
გადაჭრა.
. მსჯელობა
და აღქმა.
. ინფორმაციის
კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემის გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების
გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
. პასუხისმგებლობის
გაზიარება მუშაობის პროცესში;
. აზრებისა
და იდეების ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით.
საინფორმაციო წიგნიერება
. ინფორმაციის
მოძიება და ეფექტურად გამოყენება, კრიტიკული
და კომპონენტური შეფასება, ინფორმაციის შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
5. რა საჭიროებს გაუმჯობესებას და რატომ?
მთელი
პროექტის განმავლობაში მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებად. მიუხედავად იმისა,
რომ ფუნქციები გადანაწილებული იყო, მაინც გამოიკვეთნენ ლიდერები. ამის გადაჭრას ვფიქრობ შევძლებთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების
უკეთ გათვალისწინებით. დავალებას ისე გადავანაწილებთ, რომ მოსწავლეებს მაქსიმალური
ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი.
6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება ან მოდიფიცირება და რატომ?
არ მომხდარა აქტივობების მოდიფიცირება და დამატება, რადგან პროექტი წინასწარ
შემუშავებული გეგმის მიხედვით წარიმართა.
7. რას გავითვალისწინებ
მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
პროექტზე მუშაობამ მომცა გამოცდილება, რასაც
აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში და გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას. ყველაზე
მთავარი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეთა
ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებაა. მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების
მიხედვით ფუნქციების გადანაწილება და დავალების
შერჩევა, რითაც ვფიქრობ ხელს შევუწყობ მათ
თანაბარ ჩართულობას.
მასწავლებელი: ე.ზაბახიძე
თარიღი: 2019 წლის 2 ივნისი
Comments
Post a Comment