Posts

რეფლექსია

სოციალური პროექტის რეფლექსია 1.მოხერხდა თუ არა დასახული მიზნის მიღწევა?     სოციალური პროექტი ,,ეკოლოგიის“ თემასთან დაკავშირებით განვახორციელე მეცხრე კლასის მოსწავლეების   მონაწილეობით, რომლის მიზანი იყო: მოსწავლეები გაიაზრებენ, გააცნობიერებენ იმ მოქალაქეობრივ მოვალეობას, რომელიც მათ შეუძლიათ შეიტანონ დედამიწის დახმარების საყოველთაო საკითხში. გაიგებენ რა უნდა   გააკეთონ გარემოს დაბინძურების, გამონაბოლქვის შემცირების, ელ. ენერგიის დაზოგვის და ზოგადად ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. რის შედეგადაც გავედი ესგ. შედეგებზე/ 2. რომელი აქტივობები   წარიმართა გეგმის შესაბამისად, რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?     ვფიქრობ, რომ პროექტის ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ კლასში რაოდენობრივად ცოტა მოსწავლეა, ამან გავლენა ვერ მოახდინა მათ მონდომებაზე. ისინი ხალისით იყვნენ ჩართული მუშაობაში   მთელი პროექტის განმავლობაში. 3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?   ყველა...

ვცხოვროთ სუფთა გარემოში

ს სიპ საჩხერისმუნიციპალიტეტისსოფელ სხვიტორის საჯაროსკოლა სოციალური პროექტი „ვიცხოვროთ სუფთა გარემოში’’ მასწავლებელი:   ეკატერინე ზაბახიძე საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება თემა: ეკოლოგია მოსწავლეთა პროფილი: 10 მოსწავლე; სსსმ მოსწავლე 0 კლასი : IX დრო: 3 კვირა თემის შინაარსი/ პროექტის აქტუალურობა: დღეს ყველგან ისმის, რომ ჩვენი პლანეტა დანაგვიანებულია   საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. დედამიწა შველას ითხოვს, იბადება უამრავი კითხვა ჩვენი პლანეტის ირგვლივ. იმისათვის , რომ ბავშვებს დავეხმაროთეკოლოგიური პრობლემების გაცნობიერებაში, საჭიროა , უშუალო მონაწილეობა მივაღებინოთ მის დაცვაში. დაბინძურებული გარემო უარყოფითად მოქმედებს ჩვენს საკუთარ ჯანმრთელობაზე. სკოლაში და თემში არ ტარდება ღონისძიებები გარემოს დაცვის ხეშესაწყობად. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის წესების დამკვიდრებას სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას. პროექტის მიზანი: მოსწავლეები...